მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა იაპონიის ელჩთან
11.03.2021
1 / 6


დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იმამურა აკირა და კულტურის ატაშე, იმანიში ტაკაო ეწვივნენ. ელჩი ახლად დანიშნულია და შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სტუმრებს შეხვდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება.

სტუმარი დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს ფუნქციებითა და საზოგადოდ, საქართველოს მთავრობის რელიგიური პოლიტიკით. სააგენტოს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს მოკლედ გააცნო რელიგიის სააგენტოს ფუნქციები, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და აქტივობები. ელჩის ინტერესი გამოიწვია ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატმა. მისი თქმით, იაპონია და საქართველო იზიარებენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და კოლეგა ორგანიზაციასთან ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.






View Larger Map