მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლებთან
27.08.2019
1 / 4


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ანდრე კარბონოს - იეჰოვას მოწმეების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო იურისტს შეხვდა. შეხვედრას რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, იეჰოვას მოწმეთა იურიდიული სამსახურის უფროსი, მიხეილ ქოჩორაშვილი და საქართველოს ფილიალის წევრი, მაიკლ იუჯინ ჯონსი ესწრებოდნენ.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოში ბოლო წლების მანძლზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და ამ კუთხით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობაზე ისაბრეს. განიხილს არსებული გამოწვევები და მიმდინარე პროცესები.

სტუმრების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა უდიდესი პროგრესი ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოში, კერძოდ რელიგიური შეუწყნარებლობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების მკვეთრი შემცირების სტატისტიკა. საუბარი ასევე შეეხო 2019 წლის 19 ივლის თბილისში ჩატარებულ კონგრესს, ანდრე კარბონოს განცხადებით ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ზაზა ვაშაყმაძესა და რელიგიის სააგენტოს თანადგომისთვის.






View Larger Map