მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან
07.10.2020
1 / 5


დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან (ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან) რასულ ესლამთან.

შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების თაობაზე. საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, ყოველწლიურ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს.

რასულ ესლამიმ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს ინფორმაციისათვის, მან დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიის მიმართულებით და მუსლიმი თემის დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის მექანიზმები. ასევე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრობენ, რაც წარმოადგენს ერთიან დამოუკიდებელ ქართულ ისლამურ ფენომენს. სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ რელიგიურ თავისუფლებას და მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს რელიგიის სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისადმი გაწეული დახმარებისათვის. შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის დროებითი რწმუნებული (ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) რასულ ესლამი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაუდ ზარე, მრჩეველი კულტურის საკითხებში ჰამიდ მოსტაფავი, პოლიტიკური ატაშე მოჰამადრეზა შალ ბაფი, თარჯიმანი  სოსო ონიკაშვილი, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური, პროტოკოლის მენეჯერი ნათია გუდაძე.

 

 






View Larger Map