მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან რან გიდორთან
23.01.2020
1 / 8


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ  ახლადდანიშნულ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გამართა  შეხვედრა. ელჩისთვის ეს გახლდათ რიგით მესამე ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ. დღევანდელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ კვერნაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე და პროტოკოლის სამსახურიდან ნათია გუდაძე და გვანცა ცხოვრებაძე.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ არსებული კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს.

სააგენტოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის  მეგობრობას და მათი ურთიერთობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მის წინამორბედთან შაფთაი ცურთან,  რომელიც გახლდათ ქართველი ებრაელი.

მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ, რომელსაც ეროვნულ დონეზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიენიჭა, ეხლა კი გამოითქვა სურვილი  ამ მეგობრობას იუნესკომ მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგან მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

რან გიდორმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ინფორმაციის მიწოდებისთვის. მან მოიწონა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და ხაზი გაუსვა თავმჯდომარის გამოცდილებას ებრაელი თემის მიმართ. ელჩმა სურვილი გამოთქვა მომავალში სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობის.

 






View Larger Map