მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა იტალიის სახელმწიფოს ელჩთან ენრიკო ვალვოსთან
30.01.2020
1 / 7


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ   იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს უმასპინძლა.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს  თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ არსებული კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.

სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს ქრისტიანობის შესახებ მოკლე ექსკურსი ჩაუტარა. ასევე, გააცნო ქართული ისლამის უნიკალუირი მოდელი. ელჩის თქმით, ქართული რელიგიური ტოლერანტობის ნათელი მაგალითი  თბილისის ისტორიული ცენტრის ხილვა გახდა, როცა ერთ პატარა მონაკვეთზე განთავსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სალოცავი იხილა.

სტუმარი ასევე დაინტერესდა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით - კონკორდატით, რომელიც იტალიური მოდელის მსგავსია.

ელჩმა აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს კოლეგა ორგანიზაცია იტალიაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც ხელს უწყობს ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის ფენომენის საფრთხის შემცირებას.

ენრიკო ვალვომ მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ინფორმაციის მიწოდებისათვის. მან მოიწონა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აღნიშნა, რომ დასაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა თავმჯდომარის გამოცდილებას თეოლოგიური საკითხების მიმართ. ელჩმა სააგენტოსთან მომავალი  თანამშრომლობის და ასევე იტალიაში კოლეგა ორგანიზაციასთან ურთიერთობების განახლების ხელშეწყობის სურვილი გამოთქვა.

სააგენტოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის  მეგობრობას.






View Larger Map