მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა მოლდოვას იუსტიციის სამინისტროს გენერალურ მდივანთან
20.01.2022
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მოლდოვას იუსტიციის სამინისტროს გენერალურ მდივანს, სტელა ჩობანუს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს მოკლედ მოუთხრო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და რელიგიის სააგენტოს საქმიანობის შესახებ. სტელა ჩობანუ დაინტერესდა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობით და აღნიშნა, რომ მსგავსი პლატფორმა აუცილებელია, რათა სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, რომ მათ შორის მეტი კომუნიკაცია შედგეს.

ზაზა ვაშაყმაძემ გენერალურ მდივანს ასევე, გადასცა სააგენტოს პუბლიკაცია - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე და ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას - საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სააგენტოს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის - ძეგლთა დაცვისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. მან, ასევე, ისაუბრა იმ დემოკრატიული რეფორმების შესახებ, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაიწყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამუკა ქურასბედიანი, პირველი მდივანი (საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი) მიხეილ ჩხეიძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და პროტოკოლის მენეჯერი, გვანცა ცხოვრებაძე.






View Larger Map