მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა აიათოლა ალი ხამნეის წარმომადგენელთან
25.04.2016
1 / 4


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადის, აიათოლა ალი ხამნეის წარმომადგენელს შეხვდა. ირანელი სტუმარი დაინტერესდა მუსლიმი თემის მდგომარეობით საქართველოში და მათი ურთიერთობით რელიგიის სააგენტოსთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო სახელმწიფოს აქტივობაზე ამ თვალსაზრისით, კერძოდ: საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში, მუსლიმი თემისთვის გადაცემულ მეჩეთებზე,   კომპენსაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს და საზოგადოდ, მუსლიმი თემის მონაწილეობაზე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადიმ ზაზა ვაშაყმაძეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი მოინახულებს საკულტო ნაგებობებს, ბათუმში შეხვდება მუფთსა და ადგილობრივ თეოლოგებს. სტუმრის თქმით, 1993 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ ამჯერად მისი შთაბეჭდილებები გაცილებით დიდია: მუსლიმთა უფლებები საქართველოში მაქსიმალურადაა დაცული და საქართველო ამ თვალსაზრისით, სამაგალითო ქვეყანაა.

 

 






View Larger Map