მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა აიათოლა შაბისტანისთან
15.09.2017
1 / 5


დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ ირანელ სტუმარს, აიათოლა მოჰსემ მუშტაიდ შაბისტანის უმასპინძლა შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯავად ქევამ შაჰიდი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი.     

              შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ, სტუმარს გააცნო ჩვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით მიმდინარე პროცესები და სახელმწიფოს, კერძოდ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობა ამ თვალსაზრისით;  სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმი; რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს, მით უფრო, რომ საქართველოში არსებული ისლამის  მოდელი უნიკალურია - მუსლიმი თემი ეთნიკურად მრავალფეროვანია, სუნიტური  და შიიტური ნაწილები კი ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, რაც მსოფლიო რელიგიური დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ფონზე საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარია - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

აიათოლა მოჰსემ მუშტაიდ შაბისტანიმ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს შეხვედრისა და საინტერესო ინფორმაციისათვის. მისი განცხადებით, სახელმწიფოს დამოკიდებულება რელიგიებისადმი მნიშვნელოვანია, რადგან რელიგიებისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა უზრუნველყოფს მშვიდობის დამკვიდრებას და ამ კუთხით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა სამაგალითოა. სტუმარმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ირანის ორმხრივ ურთიერთობებზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროში. აიათოლა მოჰსემ მუშტაიდ შაბისტანიმ ხაზგაზმით აღნიშნა, რომ ირანი გმობს რელიგიური ნიშნით ტერორიზმისა და ექტრემიზმის აქტებს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, მისი განცხადებით სათანადო რელიგიური განათლება ირანში პრიორიტეტულია და იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო უნიკალური ქვეყანაა.

შეხვედრის დასასრულს აიათოლამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ირანში.






View Larger Map