ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრა გამართა - ერაყის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი სისტანის წარმომადგენელსა და ორგანიზაცია ალულ ბეითის ხელმძღვანელთან აიათოლა შაჰრისტანისთან.
სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ აიათოლას გააცნო საქართველოს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული წარმატებული პროექტები, დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის მექანიზმები, ზოგადად საქრთველოს მუსლიმი თემის მდგომარეობა საქართველოში.
აიათოლა შაჰრისტანიმ გაიხსენა ორი წლის წინ საქართველოში მისი ვიზიტი, შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, მან საქართველოს პატრიარქს ილია- II ს და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს გულწრფელი მოკითხვა შემოუთვალა.
მასპინძელმა ქართულ დელეგაციას გააცნო მისი სამუშაო გეგმები, მოიწონა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები - სრული მხარდაჭერა აღუთქვა რელიგიის სააგენტოსა და საქართველოს მუსლიმ თემს მათ საქმიანობაში. შეხვედრაზე აიათოლამ გამართა საქართველოში გადაღებული ვიდეო კლიპის პრეზენტაცია, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი არის ასახული. მან ასევე დადო პირობა, რომ იგი აუცილებლად მოახდენს ამ ვიდეო კლიპის პოპულარიზებას მუსლიმურ ქვეყნებში - რათა მოხდეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ფართო მასებში გავრცელება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 