რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ალ მუსტაფას უნივერსიტეტი თეოლოგიური სასწავლებელია და მას ფილიალები სხვა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს. უნივერსიტეტის რექტორს, დავით ქაშამის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დასამშვიდობებლად ეწვია. ზაზა ვაშაყმაძემ კმაყოფილებით აღნიშნა დავით ქაშამის თანამშრომლობა სააგენტოსთან და წარმატებები უსურვა მას შემდგომ საქმიანობაში. ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ამჟამინდელმა რექტორმა დავით ზარემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელს მიღებისთვის და გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და მუსლიმი თეოლოგი, აიათოლა ჰამენეის კანცელარიის წარმომადგენელი მუჰამედბაღირ საივერი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 