მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან
26.10.2016
1 / 2


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  სამუშაო შეხვედრაზე  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  და საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა  ოფიცერმა  რაიან კოენიგმა   განიხილეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარება,   კონფესიებთან თანამშრომლობის, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ამ სფეროში ჯერ კიდევ  გადასაწყვეტი საკითხების  დეტალები. 

            სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს დაწვრილებით გააცნო  ყველა მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გაწეული მუშაობა  და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც  საქართველოს მთავრობამ და სააგენტომ    2016 წელს მიიღეს. ისაუბრეს, აგრეთვე, ამერიკის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესახებაც.

            რაიან კოენიგმა აღნიშნა, რომ მის მიერ  რელიგიურ ორგანიზაციებთან დღემდე გამართული შეხვედრების შედეგად შეუძლია  დაასკვნას, რომ კონფესიებსა და სააგენტოს  შორის თანამშრომლობა ნაყოფიერია და  ამ სტრუქტურის შექმნით რელიგიური ორგანიზაციების  ურთიერთობა   სახელმწიფოსთან გამარტივდა. 

            პოლიტიკურმა ოფიცერმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსამზადებლად სააგენტოს თავმჯდომარეს სთხოვა   შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.  ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს შესთავაზა,   ასეთივე ინფორმაცია მიიღოს რელიგიური ორგანიზაციებისაგანაც.

            შეხვედრაზე ისაუბრეს,აგრეთვე,   რელიგიის საკითხებზე ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის   გამართვის   შესახებაც. 






View Larger Map