მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
27.12.2016
1 / 2


27 დეკემბერს  ამერიკის საელჩოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.

სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა რაიან კოენიგმა   რამდენიმე საკითხი განიხილეს, კერძოდ,  ისაუბრეს რელიგიის სფეროში არსებული ვითარების,  რელიგიური ნიშნით თურქეთსა და გერმანიაში მომხდარი ტერორისტული აქტების, მსოფლიოში ამ მიმართულებით  შექმნილი მდგომარეობისა  და   მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 ამასთან ერთად, სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  ყოველწლიური ანგარიშისათვის რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციაც  მიაწოდა.

დასასრულ,ზაზა ვაშაყმაძემ და რაიან კოენიგმა დაგეგმილი ერთობლივი კონფერენციის მომზადების დეტალებსა და განსახილველ საკითხებზეც ისაუბრეს.     






View Larger Map