მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ამერიკის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან
11.12.2017
1 / 2


საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს რაიან კოენიგსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს იონათან ბრატდს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ სააგენტოს შექმნისა და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების გადაწყვეტილებები ასევე ადამიანის უფლებადა დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

აშშ-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიშში, რელიგიის სააგენტოს მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის ასახვის სურვილი.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა წინადადება, საქართველოში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი კონფერენციის გამართვის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას  საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ.

დასასრულს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მეგობრული და საქმიანი თანამშრომლობისათვის -  რასაც ამერიკული მხარე ახორციელებს რელიგიის სააგენტოსთან მიმართებაში.

სტუმრებმა სააგენტოს თავმჯდომარეს გადაუხადეს მადლობა  მიწოდებული ინფორმაციისათვის და დახმარება აღუთქვეს  აშშ-ის საელჩოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.






View Larger Map