3 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ოფიცერს ისან ზაფარს შეხვდა.
ისან ზაფარმა სტუმრებს საკუთარი დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო და ვრცლად ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო უწყებებში სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის, ასევე, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველყოფის გამოცდილების შესახებ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ პროგრამებს, რომელსაც აღნიშნული დეპარტამენტი ახორციელებს. ზაზა ვაშაყმაძე უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოში საჯარო სამსახურში სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის გაძლიერების მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაო შეხვედრების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ აშშ-ი საქართველოს მხარეს მიაწვდის საჯარო სამსახურში სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის, ასევე, ანტიდისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული პროგრამების კურიკულუმებსა და მასალებს, ასევე, დაეხმარება ადაპტირებული ქართული პროგრამის შექმნაში. მხარეებმა დაადასტურეს შემდგომი თანამშრომლობის მზაობა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმება შესაბამისი თანამდებობის პირების საქართველოში ვიზიტი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 