მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში
14.12.2018
1 / 2


ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში ფუნდამენტური საკითხების ინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსს, მიხეილ ჟირარდს.

            სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისათვის და ვრცლად მიმოიხილა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები. იგი დაინტერესდა ავსტრიაში   საკულტო ნაგებობების მშენებლობის, დაფინანსების, რელიგიური განათლების, ამ სფეროში საკანონმდებლო აქტების საკითხებით, რომლის განხილვისას მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას გააცნეს ავსტრიაში არსებული ინტეგრაციის 50 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ეხება მიგრაციასა და ლტოლვილებს და   რელიგიურ თემატიკას შეიცავს.

            ბატონმა ჟირარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთვის პრიორიტეტია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის თანაცხოვრება და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინტერკულტურულ და ინტერრელიგიურ დიალოგს, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. პარალელური საზოგადოების ცნობარზე, პროექტი 2019 წელს დასრულდება. მან მიმოიხილა რელიგიური განათლების საკითხები როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში და აღინიშნა, რომ ეს მიმართულება ავსტრიის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

            შეხვედრის დასასრულს, ბატონმა ჟირარდმა ქართულ მხარეს აღუთქვა, რომ 50 პუნქტიანი გეგმის პირველ და მეორე ვარიანტსა და „პარალელური საზოგადოების" ცნობარს მიაწოდებს სტუმრებს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში, გიორგი ტაბატაძე.






View Larger Map