მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ესტონეთის ელჩთან პრიიტ ტურკთან
17.11.2014
1 / 2


დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - პრიიტ ტურკის შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო სააგენტოს  საქმიანობა, მიზნები და ამოცანები,  შესთავაზა თანამშრომლობა და  იმ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რომელიც ესტონეთში რელიგიის მიმართულებით  არსებობს.

პრიიტ ტურკმა კმაყოფილება გამოთქვა სააგენტოს შექმნის გამო და  აღნიშნა, რომ რელიგია  ძალიან სენსიტიური თემაა და მისასალმებელია, რომ სააგენტოს შექმნით  სახელმწიფომ წამოსწია ეს საკითხი.

დასასრულ სააგენტოს თავმჯდომარემ  გამოთქმული სურვილებისა  და საქართველოს მისამართით გამოხატული მეგობრული დამოკიდებულებისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადა. 

 






View Larger Map