მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ესტონეთის ელჩთან
28.03.2017
1 / 4


28  მარტს  რელიგიის  საკითხთა   სახელმწიფო  სააგენტოს  თავმჯდომარე  ზაზა  ვაშაყმაძე  შეხვდა  ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს.

ზაზა  ვაშაყმაძემ   მადლობა გადაუხადა  ახლად დანიშნულ ელჩს,   როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს,   საქართველოს მხარდაჭერისათვის და წარმატება უსურვა  მას შემდგომ საქმიანობაში. 

სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო  გაწეული საქმიანობა,  ის გადაწყვეტილებები,  რაც სახელმწიფომ ამ სფეროში მიიღო და ურთიერთგამოცდილების გაზიარებისა და გაცნობის მიზნით   ელჩს   შესთავაზა  თანამშრომლობა.

კაი კაარელსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ   რელიგიური მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის თვალსაზრისით  საქართველოს შეუძლია სხვა   ქვეყნებისათვის იყოს მოდელი. მან მაღალი შეფასება მისცა ინტერრელიგიური დიალოგისა და  რელიგიათა  შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობას და ყველა საკითხში დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა ამ ინსტიტუციას.






View Larger Map