მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვართან
04.08.2014
1 / 2


             

          04 აგვისტოს  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა  საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვრის  ჰანს იოჰან კიდერლენის  მეორე შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძესა და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან არჩილ მეტრეველთან.

განიხილეს კიდერლენის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია ფოტომასალით საქართველოში  ძველი გერმანული  დასახლებების, ეკლესიებისა და სასაფლაოების შესახებ.

სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს აცნობა, რომ  ყველა საჭირო სამართლებრივი მასალის მომზადებისა და წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო შემდეგ ეტაპზე  განიხილავს  აღნიშნული ეკლესიის მოღვაწეობას საქართველოში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას  სახელმწიფოს მიერ   მათი  სუფსიდირების  თაობაზე. აღინიშნა, რომ ამ პროცესებში სახელმწიფო აქტიურ დახმარებას გაუწევს ევალგელიურ-ლუთერულ ეკლესიას, ამისათვის ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოსთან უფრო მეტი თანამშრომლობა და ურთიერთობაა საჭირო.

შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე სხვადასხვა კონფესიასთან თანამშრომლობის საკითხებზე. სტუმარმა სააგენტოს ხელმძღვანელები ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიაში მიიწვია.

 

 

 






View Larger Map