დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, შეხვედრა გამართა ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან საქართველოში, ბატონ კარლ ჰარცელთან.
შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯრომარემ ელჩს გააცნო ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიურ, დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლების, სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების შესახებ, საუბარი, ასევე, შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.
კარლ ჰარცელმა ზაზა ვაშაყმაძეს მადლობა გადაუხადა ინფორმაციისთვის. ელჩმა დადებითად შეაფასა რელიგიის სააგენტოს საქმიანობა ადამიანის ეფლებებისა და რელიგიის თავისუფლების სფეროში და ამ მიმართულებით ერთობლივი პროქტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 