მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან
05.05.2016
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე   საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს  ბორის სილევიჩსა    და  კერსტინ ლუნდგრენს    შეხვდა.

            სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს საქმიანობითა და სახელმწიფოს რელიგიის  პოლიტიკით.

            სააგენტოს თავმჯდომარემ  სტუმრებს გააცნო   ორი წლის განმავლობაში    გაწეული საქმიანობა, ყველა ის ძირითადი მიმართულება და გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. აგრეთვე,     საქართველოს მთავრობის მიერ რელიგიის სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

             შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს  რელიგიურ ორგანიზაციებთან    თანამშრომლობის, ინტერრელიგიურ ფორმატში მიღებულ გადაწყვეტილებების, რელიგიური განათლების, ქონებრივ-საფინანსო  და   სხვა საინტერესო  საკითხებთან  დაკავშირებით.

            შეხვედრას ესწრებოდნენ: კრისტიან ურსე - საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი,  ბას კლეინი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის  უფროსის მოადგილე, თამარ დვალაძე  ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის  მდივანი. აგრეთვე სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი - არჩილ მეტრეველი და  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - მალხაზ აფციაური. 

            სტუმრებმა ზაზა ვაშაყმაძეს მადლობა გადაუხადეს  საინტერესო და დაწვრილებითი ინფორმაციისათვის.

 






View Larger Map