მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ევროსაბჭოს უმცირესობათა დაცვისა და მონიტორინგის კომიტეტთან
16.11.2018
1 / 11


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს თანამშრომლები ევროსაბჭოს უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მონიტორინგის მრჩეველთა კომიტეტის წევრებს, მარტინ კოლინსს, ანტონია პეტრიჩუსიკის, ელიზაბეთ სანდორ-ჟალეიასა და  ჯინ-ეტიენ კაუცმანს შეხვდნენ.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიური, დემოგრაფიული და ეთნიკური მახასიათებლების, სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების თაობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.

            სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის, მათ დადებითად შეაფასეს სააგენტოს საქმიანობა, რელიგიური უმცერესობებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული სოციალური პროექტები, ასევე, ტრენინგები სასულიერო პირთა, ჟურნალისტთა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლებისათვის, რელიგიური შემწყნარებლობისა და ზოგადად, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისათვის.






View Larger Map