მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან
06.12.2018
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ბატონ ჰუბერტ ქნირშთან.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯრომარემ ელჩს გააცნო ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიური, დემოგრაფიული და ეთნიკური მახასიათებლების, სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების, კერძოდ, კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.

გერმანიის ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს დეტალური ინფორმაციისათვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ ნაყოფიერი გახდა. ჰუბერტ ქნირშმა ისაუბრა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობის გერმანულ გამოცდილებაზე. მისი თქმით, ეს საკითხები გერმანიისათვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, ცენტრალური საკითხებია და ამ მიმართულებით, არსებობს დიდი ინტერესი. ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში ისლამის კონფერენციის შექმნისა და ადგილობრივი ისლამური თეოლოგიის ჩამოყალიბების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი გამოცდილების გაზიარების აუცილებლობა და ამ მიმართულებით, გამოითქვა ინიციატივა, რელიგიის სააგენტოს საინფორმაციო ვიზიტის თაობაზე გერმანიაში.

ელჩის თქმით, საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანა, ამის დასტურად მან მოიყვანა გერმანიაში მოღვაწე ირანელი მწერლის ახალი ბესტსელერი,  სადაც იგი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან გამოარჩევს თბილისის ჯუმა მეჩეთს, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთობლივად, ჰარმონიულად ლოცულობენ და თანაცხოვრობენ.






View Larger Map