2018 წლის 10 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა სახარების ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წევრებთან და გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ახალ ხელმძღვანელობასთან.
სააგენტოს ესტუმრნენ: „ფრიდენს ბოტეს“ ორგანიზაციის ხელმძვანელი პაულ კრონჰარტი, კორნელიუს შულცი და საქართველოს სახარების ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის თავმჯდომარე გია კანდელაკი, მისია „ფრიდენს ბოტეს“ ხელმძღვანელი საქართველოში ლევან ახალმოსულიშვილი და საქართველოს სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გულითადად მისალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და გააცნო სააგენტოს საქმიანობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, საქართველოს სახარების ბაპტისტთა ეკლესიების კავშირისა რელიგიის სააგენტოს თანამშრომლობას და სააგენტოს ინტერრელიგიური დიალოგის ხელეშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებებში მათ აქტიურ ჩართულობას. ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა მისია „ფრიდენს ბოტეს“ არაერთხელ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციისა და თანამშრომლობისათვის.
მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ,თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა საქართველოს სახელმწიფოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ ბაპტისტთა უფლებების დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მინიჭებული საშუალებისათვის, - ემსახურონ ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას.
შეხვედრის დასასრულს, პაულ კრონჰარტმა ორგანიზაციის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც ითანამშრომლოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან, განახორციელოს საქველმოქმედო აქციები საქართველოს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისათვის, მან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიწვია გერმანიაში „ფრიდონს ბოტეს:“ ცენტრალურ ოფისში.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 