მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა გოდების კედლისა და ისრაელის წმინდა ადგილების მთავარ რაბინთან
10.07.2017
1 / 2


ისრაელის მთავარი რაბინი შმუელ რაბინოვიჩი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციას იერუსალიმში, გოდების კედელთან შეხვდა, სადაც ქართველი და ებრაელი ერებისა და სახელმწიფოების ერთობისთვის სპეციალური ლოცვა აღავლინა. მთავარმა რაბინმა სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს საჩუქრად ქართული ანბანით შესრულებული ებრაული ლოცვანის ერთ-ერთი ასლი გადასცა. შემდგომ კი, სტუმრებისადმი განსაკუთარებული პატივისცემის ნიშნად, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა მიეცა გოდების კედლის გასწვრივ მდებარე დიდი მიწისქვეშა კომპლექსი ენახა, რომელიც ყველაზე ახლოსაა სოლომონის უძველეს ტაძართან და მის კარიბჭესთან - ებრაელთა რწმენით, ყველაზე წმინდა და მადლმოსილ ადგილთან. შეხვედრის დასასრულს, მთავარმა რაბინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რაც ქართველებსა და ებრაელებს შორის სსაუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და თავადაც გამოთქვა საქართველოში სტუმრობის სურვილი.






View Larger Map