მიმდინარე წლის 26 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარს ჰანს იოჰან კიდერლენს შეხვდნენ. განიხილეს სააგენტოსა და კონფესიების თანამშრომლობის საკითხები და ამ სფეროში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემები. აღინიშნა, რომ სააგენტოს შექმნით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით საქმიანობის გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვისათვის. საუბარი შეეხო საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხსაც, სააგენტოს თავმჯდომარემ აცნობა სტუმარს, რომ ქართული სახელმწიფო არ არის ტოტალიტარული რეჟიმის სამართალმემკვიდრე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციისათვის ამ რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ, არის ხელისუფლების კეთილი ნება. ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ოთხი კონფესია მიიღებს ასეთ დაფინანსებას და გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების საქართველოში მოღვაწეობის ტრადიცია, მათი რიცხოვნობა, საკულტო ნაგებობი და სხვა საკითხები, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას.
ჰანს იოჰან კიდერლენმა აღნიშნა, რომ 200 წლის წინ გერმანელებმა საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში დიდი მსხვერპლი გაიღეს, მათ ეკლესიებს მთელი ქონება ჩამოერთვათ, სდევნინენ ლუთერან ქრისტიანებს, პასტორებს. საქართველოს მთავრობის დადგენილება არ ითვალისწინებს ამ ეტაპზე ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის დაფინანსებას, მათი სურვილია ეკლესიას უკან დაუბრუნდეს ეს ქონება, რომელსაც არა ეკლესიისათვის, არამედ საზოგადოებრივი საქმიანობისათვის გამოიყენებენ. სააგენტოს თავმჯდომარემ შესთავაზა სტუმარს თანამშრომლობა ყველა იმ საკითხის მომზადებასა და ერთობლივად გადაწყვეტაში, რომელიც დღეს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიას გააჩნია..
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 