მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ჰოლანდიის ელჩთან
19.02.2016
1 / 4


19 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა  და  ნიდერლანდების სამეფოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოს დაუმას შეხვედრა.

            ელჩმა   აღნიშნა,  რომ მისთვის საინტერესოა  ქვეყნის რელიგიური პოლიტიკა  და  გეგმები, სინანული  გამოთქვა,  რომ ვერ დაესწრო სააგენტოს  2015 წლის  ანგარიშის  წარდგენას და ამიტომაც  თავად ეწვია სააგენტოს ხელმძღვანელს.

            ზაზა  ვაშაყმაძემ  სტუმარს გააცნო  გაწეული საქმიანობა,   ისაუბრეს რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და  სახელმწიფოს  მიერ  რელიგიის სფეროში  მიღებული გადაწყვეტილებებისა  და  სამომავლო გეგმების შესახებ.  

            იოს დაუმამ სააგენტოს თავმჯდომარეს გაუზიარა ჰოლანდიაში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა. აღნიშნა, რომ თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით საქართველო ერთგვარი ლაბორატორიაა, აქვს განსაკუთრებული ისტორია, ამიტომაც ასეთ ქვეყანაში ადვილი არ არის რელიგიის პოლიტიკის წარმართვა.

            იოს დაუმამ  მომავალი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაგრძელების სურვილიც გამოთქვა.

            ზაზა ვაშაყმაძემ  ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა.

 






View Larger Map