მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა იორდანიის ავქაფის წარმომადგენლებთან
22.09.2017
1 / 3


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იორდანიის სამეფოს ავქაფისა და ისლამური საკითხების სამინისტროს ამანის ავქაფის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ მაჰმუდ ფატჰი ალზგაიბეას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო  ქვეყანაში არსებული რელიგიური კონფესიების შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოში ისლამის მიმდევრებს შორის, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავების მიუხედავად, სანიმუშო ურთიერთობაა, ისევე, როგორც მუსლიმ თემსა და დომინანტ რელიგიას - მართლმადიდებელ ქრისტიანობას შორის. მისი თქმით, საქართველო ამ მხრივ, რეგიონში გამორჩეული სახელმწიფოა, მით უფრო მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ტერორიზმის ფონზე. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისადმი სახელმწიფოს ყურადღებისა და დადებითი დამოკიდებულების დასტურად სააგენტოს თავმჯდომარემ მოიყვანა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თავად რელიგიის სააგენტოს შექმნა, ფინანსური დახმარება, რომელსაც კონფესიები, მათ შორის - მუსლიმები იღებენ და მუსლიმთათვის გადაცემული 160 მეჩეთი.

             სტუმარმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნო იორდანიის სამეფოს ავქაფისა და ისლამური საკითხების სამინისტროს საქმიანობა, სახელმწიფოს დამოკიდებულება რელიგიური თემებისადმი და აღნიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს რელიგიათა დაფინანსებასაც და სულიერი ლიდერების დანიშვნასაც. დოქტორ ალზგაიბეას თქმით, ისლამი სამეფოში დომინანტი რელიგიაა, არსებობს ქრისტიანთა თემი, რომელთაც საკუთარი სამმაართველო აქვთ და რომელთა მიმართაც სახელმწიფო შემწყნარებლური დამოკიდებულებას იჩენს. საქართველო გახსნილი ქვეყანაა და ჩვენ გვაქვს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი - განაცხადა სტუმარმა.






View Larger Map