მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ირანის ელჩთან
16.03.2017
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს  თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძე განაგრძობს ახლად დანიშნულ ელჩებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების  გამართვას.

              16  მარტს სააგენტოს თავმჯდომარემ  ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიდ  კავამ  შაჰიდი მიიღო.

            ზაზა ვაშაყმაძემ  სტუმარს  გააცნო ქვეყნის რელიგიური პოლიტიკა, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და  ის გადაწყვეტილებები,  რომლებიც სახელმწიფომ  მუსლიმან  თემთან დაკავშირებით ბოლო წლებში  მიიღო. 

            კავამ  შაჰიდიმ საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა  რელიგიური ორგანიზაციების მიმართ  გამოჩენილი ყურადღებისა და  კონსტრუქციული დამოკიდებულებისათვის.  

            ამასთან ერთად, სააგენტოს თავმჯდომარემ და ელჩმა  ისაუბრეს რელიგიების მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელობასა და მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, განვითარებულ მოვლენებზე. ითქვა, რომ მსოფლიოში  ძალადობის მასშტაბების გასაზრდელად  რელიგიის გამოყენება   არის  მიუღებელი.

            კავამ შაჰიდიმ ერთმნიშვნელოვნად  აღნიშნა, რომ საქართველო არის  რელიგიების მშვიდობიანი თანაარსებობის შესანიშნავი  მაგალითი,  მაგალითი იმისა, როგორ  უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებზე და როგორ უნდა თანამშრომლობდნენ რელიგიები სახელმწიფოსთან.  

            ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს  შესთავაზა თანამშრომლობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც  რელიგიების მშვიდობიან თანაცხოვრებას გაუწევს პოპულარიზაციას.

            დასასრულ, ელჩმა  სააგენტოს თავმჯდომარესთან  განიხილა რამდენიმე საკითხი, რომლებიც  ირანელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობასა და თეირანის სულიერი ლიდერის ვიზიტს შეეხებოდა.

            ზაზა ვაშაყმაძემ  ახლად დანიშნულ ელჩს  საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა. 






View Larger Map