მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის წარმომადგენელთან
22.04.2019
1 / 6


დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის წარმომადგენელს, სეიდ რეზა ტაყავის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი ესწრებოდა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კერძოდ, ისაუბრა მუსლიმთა სამმართველოსათვის განხორიცელებული პროექტების: დაფინანსების, მეჩეთების გადაცემის, საპატიმროებსა და სამხედრო სამსახურებში სალოცავი ოთახების მოწყობის შესახებ.

საქართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რელიგიის სრული თავისუფლებაა, ყველას ეძლევა თვითგამოხატვის საშუალება და ხაზი გაუსვა რელიგიის სააგენტოს გასაკუთრებულ როლს მუსლიმთა პრობლემების მოგვარებაში.

სეიდ რეზა ტაყავიმ დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა, მისი განცხადებით, რელიგიის სააგენტოს ბევრი აქვს გაკეთებული მუსლიმ თემთან მიმართებაში. სტუმარმა  გამოითქვა  ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტერ-რელიგიური მიმართულებით ქართული გამოცდილების გაცნობის სურვილი. შეხვედრაზე რეზა ტავაყიმ გააჟღერა ინიციატივა ერთობლივი კონფერენციის გამართვისა და რელიგიური გამოფენის მოწყობის თაობაზე.






View Larger Map