რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამართა ისპაჰანის გუბერნატორის მოადგილესთან. შეხვედრა ქალაქ ისპაჰანის გუბერნიაში დოქტორ ჰამიდ რეზა ტაბატაბესთან გაიმართა.
ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს გააცნო რელიგიის სააგენტოს შექმნისა და მისი საქმიანობის შესახებ, ისაუბრა საქართველოს მუსლიმი თემის დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებზე და სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ.
დოქტორ ჰამიდმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს დელეგაციას ვიზიტისათვის, მოიწონა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მუსლიმ თემთან მიმართებაში და ზოგადად რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. მან გამოთქვა ერთობლივი კულტურული კვირეულის გამართვის სურვილი, როგორც ქალაქ ისპაჰანში, ისე თბილისში. საუბარი ასევე შეეხო სამომავლოდ ტურიზმის განვითარებას, კერძოდ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოში არსებულ ტურ ოპერატორებთან, მათი წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობას ქალაქ ისპაჰანში. მასპინძელმა მახრემ გააჟღერა ინიციატივა თბილის-ისპაჰანის დაძმობილებისა და მერიების სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაცია ისპაჰანში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა და რამოდენიმე ათეული ქართული “დედა ენა” გადასცა მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 