მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ჯონათან ბრენდთან
24.10.2017
1 / 1


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების ბიუროს საგარეო საქმეთა ოფიცერს ჯონათან ბრენდს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივითა და სურვილით გაიმართა.

ჯონათან ბრენდი პირველად იმყოფება საქართველოში და როგორც მან აღნიშნა ის გულდასმით აკვირდება ადამიანის უფლებებსა და რელიგიურ საკითხებს ისევე როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტუმარმა განაცხადა. რომ სააგენტოს ხელმძღვანელსა და ზოგადად სააგენტოს საქმინობის შესახებ ბევრი დადებითი სმენია. მან სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა რელიგიის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ამ სფეროში ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ჯონათან ბრენდმა სთხოვა ზაზა ვაშაყმაძეს მიაწოდოს ამერიკულ მხარეს 2016-2017 წლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები და პროექტები და ასვე სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული კვლევები და სამუშაოები, რათა ეს აისახოს ამერიკის დეპარტამენტის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო 2016-2017 წლის პროექტები და ასევე საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) რელიგიის მიმართულებით დადგენილი პროექტების შესახებ. განსაკუთრეული ყურადღება დაიმსახურა პროექტმა „საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში“, ასევე მოწონებულ იქნა შსს-ს თანამშრომლების დატრენინგება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება, ასევე პროექტი „საქართველოს რელიგიური რუკა, ყოველწლიური ინტერრელიგიური კალენდარი და საზოგადოებრივ მაუწყებელზე და თბილისის რამდენიმე ადგილას განთავსებულ გარე ეკრანებზე გავრცელებული კლიპი, ცნობიერების ამაღლების ფარგლებში, სახელწოდებით „ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში“.

შეხვედრის დასასრულს ჯონათან ბრენდმა  სააგენტოსა და რელიგიის საკითხებზე მომუშავე ამერიკის შესაბამის სამსახურებთან უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ასევე სააგენტოს თავმჯდომარეს  მიაწოდა ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების საგანგებო დავალებათა ელჩის დევიდ სეპერშტაინის შეცვლასთან დაკავშირებით და აღუთქვა, რომ ახალ ელჩს მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას სააგენტოს თავმჯდომარისა და სააგენტოს საქმიანობის შესახებ. სტუმარმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისათვის და მიმართა წინადადებით მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შემთხვევაში, რელიგიის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ. 






View Larger Map