მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ავსტრიის მიტროპოლიტთან
14.12.2018
1 / 2


რელიგიის სააგენტოს დელეგაცია შეხვდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ავსტრიის მიტროპოლიტს და უნგრეთის და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, არსენიოსს (კარდამაკისი).

სააგენტოს თავჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, მეუფე არსენიოსს გადასცა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გულთბილი მოკითხვა და მადლობა გადაუხადა  ქართული სათვისტომოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის.

მიტროპოლიტმა არსენიოსმა მოკლედ მიმოიხილა მართლმადიდებლური ეკლესიების თანამშრომლობის საკითხები ავსტრიაში, ასევე, ავსტრიული საკანონმდებლო რეგულაციები მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით და აღინიშნა, რომ სპეციალური კანონი მართლმადიდებლებთან დაკავშირებით 50 წელია, რაც არსებობს, მან მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფოში ისეთი უწყების არსებობას, როგორიც რელიგიის სააგენტოა, აღნიშნა რომ ეს ხელშეუწყობს რელიგიათა და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას, დაინტერესდა ინტერრელიგიური სათათბიროსა და ინტერრელიგიური კონფერენციების საკითხებით, რომელთა შესახებაც სააგენტოს თავჯდომარის მხრიდან მიიღო განმარტება.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მაღალიერარქმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური საზღვრების პატივისცემას,  გულთბილად მოიხსენა საქართველოს პატრიარქი და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები.

შეხვედრის დასასრულს, მეუფე არსენიოსს ქართულმა დელეგაციამ ქართულენოვანი ბიბლია გადასცა საჩუქრად. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში, გიორგი ტაბატაძე.






View Larger Map