მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
11.10.2016
1 / 1


დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ საერთაშორისო საზოგადოება კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის  წარმომადგენლებს, იოსებ კაპანაძესა („იშვარა“) და ალექსანდრე კირკიტაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმრებმა სააგენტოს თავმჯდომარეს აცნობეს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გამოთქვეს სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი. თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო სააგენტოს საქმიანობა და კმაყოფილება გამოთქვა კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო.






View Larger Map