დღეს, კულტურის სამინისტროში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბას თალებიფარს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კულტურის სფეროში, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები რელიგიურ-კულტურული მიმართულებებით. მხარეებმა გამოთქვეს სამომავლოდ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი, რაც, სამომავლოდ, საკანონმდებლო ჩარჩოშიც მოექცევა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 