რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი შეხვდნენ კვიპროსის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარეს, კირიაკოს ჰაჯიიანის. აღნიშნული კომიტეტის ფუნქციებში შედის კვიპროსში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ კათოლიკური და სომხური თემის წარმომადგენლები კვიპროსის პარლამენტში, ანტონელა მატვანი და ვარტკის მანდესიანი, ასევე, საქართველოს ელჩი კვიპროსში, რევაზ ლომინაძე.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ რელიგიის სფეროში და ასევე დაფინანსების, ქონებრივი საკითხებისა და ინტერრელიგიური დიალოგის შესახებ. მასპინძელთა მოწონება დაიმსახურა ქართული მხარის აქტივობებმა, გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. კირიაკოს ჰაჯიიანიმ მიმოიხილა რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ფინანსური და ქონებრივი საკითხების კუთხით. დიალოგში აქტიურად მონაწილეობდნენ უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებმაც მიღებული ინფორმაცია დადებითად შეაფასეს და საქართველოში არსებულ რელიგიურ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს. მასპინძლებმა გამოთქვეს აღნიშნულ სფეროში, საკანონმდებლო და ექსპერტულ დონეზე, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
