მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ლატვიის ახლადდანიშნულ ელჩთან
10.11.2016
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო ახლად დანიშნულ ელჩებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და თანამშრომლობის დაგეგმვა.

            10  ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა  ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  საქართველოში იანის ზლამეტისს.

            სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო რელიგიური ვითარება საქართველოში და   ის გადაწყვეტილებები, რომლებიც  სახელმწიფომ რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიიღო. საუბარი შეეხო, აგრეთვე,  საქართველოში ლატვიის საელჩოსა და  ყოფილ ელჩთან ელიტა გაველესთან  სააგენტოს  მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.   მხარეებმა  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებსა და ასოცირების    შეთანხმების შესრულების  საკითხებზეც ისაუბრეს.

            ზაზა ვაშაყმაძემ და იანის ზლამეტისმა  თანამშრომლობის რამდენიმე საინტერესო  და მნიშვნელოვანი საკითხიც  განიხილეს.

            იანის ზლამეტისმა   ლატვიის რესპუბლიკის ელჩის  თანამდებობა  2016 წლის  აგვისტოში  დაიკავა.






View Larger Map