მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა მარიუშ მაშკევიჩთან
18.01.2017
1 / 5


17 იანვარს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მარიუშ მაშკევიჩის შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ  ელჩს მიულოცა ამ მეტად მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა,  წარმატებული საქმიანობა  უსურვა  მას  და  მადლობა გადაუხადა   ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

ამასთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო  სააგენტოს  საქმიანობა, კერძოდ,  რელიგიის სფეროს   სამართლებრივი  რეგულირების, ფინანსურ-ქონებრივი, ინტერრელიგიური თანამშრომლობის  საკითხები.  

მარიუშ მაშკევიჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მოწვევისათვის, დაადასტურა  შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის  სურვილი  და აღნიშნა, რომ პოლონელებს საქართველო და ქართველები განსაკუთრებულად უყვართ, ორივე ქვეყნის ეროვნული  იდენტობის შენარჩუნებაში რელიგიის როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია და რომ საქართველო  სავიზიტო ბარათია იმის საჩვენებლად, თუ როგორი ურთიერთობები აქვთ    სხვადასხვა რელიგიებს ამ ქვეყანაში.

რელიგიის სფეროში პოლონეთის საინტერესო გამოცდილების გასაცნობად  ელჩმა  ზაზა ვაშაყმაძე     თავის ქვეყანაში მიიწვია და  შესთავაზა კრაკოვში, რელიგიური სწავლების უნივერსიტეტში,  საჯარო ლექციის წაკითხვა, რათა პოლონეთმა  უკეთ გაიცნოს  მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური საქართველო.

შეხვედრაზე  მომავალი თანამშრომლობისა და პოლონეთში  ოფიციალური ვიზიტის  დეტალებიც განიხილეს. 






View Larger Map