რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები მარნეულში, სოფელ ბაიდარს ესტუმრნენ, მათ არსებული მეჩეთის სარემონტო სამუშაოები მოინახულეს და ადგილორივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი -ზაური ტაბატაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი -იასინ ალიევი ესწრებოდნენ.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მოსახლეობას მეჩეთის კაპიტალური რეკონსტრუქცია რესტავრაცია მიულოცა, მან მუსლიმთა სამმართველოსა და ადგილობრივ ხელისულებას მადლობა გადაუხადა მეჩეთის სარემონტო სამუშაოების დაწყებისათვის ოპერატიულად ჩართვასა და გაწეული ძალისხმევისათვის. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და მუსლიმი თემის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს, აღინიშნა სახელმწიფოს მიერ მუსლი თემისადმი 200 ზე მეტი მეჩეთის გადაცემისა და ფინანსური დახმარებების საკითხები.
ზაზა ვაშაყმაძე ასევე დაინტერესდა ადგილობრივების საჭიროებებით და მათი შემოთავაზებებით.
ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს, მარნეულის მერიასა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს ჩართულობასა და გაწეული ძალისხმევისათვის.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 