მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა მარნეულში
26.04.2016
1 / 4


გუშინ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ალი ხამნეის წარმომადგენელთან, სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადისთან ერთად, მარნეულს ეწვია. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით ჩამოსული ირანელი სტუმარი გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის, იმამ ალის ქვეყნად მოვლენის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

მარნეულში სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რაიონის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, რაიონის სულიერი ლიდერები და მრევლი ელოდა.  ირანელმა სტუმარმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ მუსლიმი თემის მიმართ მოლოდინს გადააჭარბა და შეკრებილ საზოგადოებას ქადაგებით მიმართა. სტუმრებს მიესალმა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ხაზი გაუსვა მუსლიმი თემის როლს ქვეყნის აღმშენებლობაში.

 

 






View Larger Map