დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში დოქტორ როსარია პუგლისის და პოლიტიკურ ოფიცერს ელჟბიეტა ბეჟიუკს შეხვდა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ, ისაუბრა საქართველოს რელიგიური თემების დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებზე და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის თავისუფლების მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემის პროცესს ასევე ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ სააგენტოს ტრენინგებს.
შეხვედრაზე განიხილეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებული მართლმადიდებელი ეკლესიის 4 სასულიერო პირის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც ორივე მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება მომავალში ამგვარ ვიზიტებში საქართველოს სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირების ჩართულობის შესახებ და ამ მიმართულებით სარეკომანდაციო საქმიანობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
დოქტორ როსარია პუგლისმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვედრისა და მიწოდებული ინფორმაციისათვის, მან სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და მომავალი მჭირდრო თანამშრომლობის სუვილი გამოთქვა. მისი განცხადებით ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რელიგიურ თემატიკასთან დაკავშირებულ საქმიანობისას და დაგეგმილ ღონისძიებებში მუდმივად გაითვალისწინებს რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციებს. სტუმარმა ასევე ერთობლივი კონფერენციის გამართვის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილებას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 