მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა პოლონეთის ელჩის მრჩეველთან
28.04.2016
1 / 3


28 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და პოლიტიკურ საკითხებში პოლონეთის ელჩის მრჩევლის ბართლომიჯ გათარზის შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ, რელიგიური მრავალფეროვნების გათვალისწინებით, პოლონეთის გამოცდილების გაცნობა მნიშვნელოვანი და საინტერესოა სააგენტოსთვის და გამოთქვა ამ ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.

სტუმარმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნო პოლონეთში რელიგიის სფეროს სამართლებრივი რეგულირების, ფინანსურ-ქონებრივი, ინტერრელიგიური თანამშრომლობისა და სხვა საკითხები. მიმოიხილეს მომავალი ვიზიტისა და ოფიციალური შეხვედრების  დეტალებიც.

ზაზა ვაშაყმაძემ საინტერესო ინფორმაციისათვის მადლობა გადაუხადა სტუმარს. 






View Larger Map