მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა პროექტის- „Is God with Us?" მონაწილეებთან
29.03.2016
1 / 5


დღეს, 29 მარტს,მთავრობის  ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ამავე სამსახურის წამყვანი სპეციალისტი არჩილ გორხელაშვილი  Erasmus +“ -ის პროექტის-  „Is God with Us?" მონაწილეებს შეხვდნენ. პროექტის ფარგლებში ხუთი ქვეყნის (რუმინეთი, იტალია, მაკედონია, უკრაინა, საქართველო) 8-8 წარმომადგენელი (სულ 40 ახალგაზრდა) მონაწილეობდა ისეთი თემების განხილვაში, როგორიცაა:რელიგიათშორისი და კულტურათაშორისი დიალოგი, ურთიერთობები და რელიგია, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, კონფლიქტების მართვა, სოციალური ინკლუზია და სხვა. სტუმრები დაინტერესდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობით, სააგენტოს აქტივობით რელიგიათშორისი და კულტურული დიალოგის ფარგლებში, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების- „ჰელფინგ ჰენდ“-ის და "Diaconia Valdese-Giovani e Territorio"-ს მხარდაჭერით.






View Larger Map