მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა რადუ ჰორუმბასთან
15.11.2016
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ჰორუმბას შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

            სააგენტოს თავმჯდომარემ  ისაუბრა  ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და რუმინეთთან მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე.  აღინიშნა, რომ საქართველო და რუმინეთი - ორივე მართლმადიდებელი ქვეყანაა,  საერთო ღირებულებებით.  უმნიშვნელოვანესია წმიდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი  რუმინეთის ისტორიასა და კულტურაში, ასევე სასულიერო სფეროში.  ასეთი ფაქტები  კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს.

            ამასთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო  სააგენტოს საქმიანობა და რუმინეთის  კულტების  სამინისტროსთან  ურთიერთობის  დეტალები. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის  ასევე მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილება ნატოსთან და ევროკავშირთან  თანამშრომლობის  მიმართულებით.

            რადუ ჰორუმბამ საუკეთესო უწოდა საქართველოს ხელისუფლების  მიერ  სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას. აღნიშნა, რომ რელიგიის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის  თვალსაზრისით     საქართველო რეგიონში  მოწინავე ქვეყანაა.  ამ  პროცესების ხელშეწყობაში სააგენტოს კვლავაც დიდი როლის შესრულება შეუძლია.

            ელჩმა დაადასტურა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და  ევროკავშირის მიერ  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედებას. 

            მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება   და საქართველო - რუმინეთს  შორის სამომავლო თანამშრომლობის   პერსპექტივაც განიხილეს.

            რადუ ჰორუმბამ  ზაზა ვაშაყმაძე  მიიწვია  ქალაქ ვულჩანში, სადაც ანთიმოზ ივერიელი მოღვაწეობდა.

            რადუ ჰორუმბა საქართველოს ელჩის რანგში   მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, წმიდა ანთიმოზ ივერიელის 300 წლისთავის  საიუბილეო დღეებში, ეწვია.






View Larger Map