მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა რელიგიის სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის
17.02.2016
1 / 5


დღეს, 17 თებერვალს,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა   და სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის  შეხვედრა.

            სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო    2015 წელს გაწეული საქმიანობის  ძირითადი  მიმართულებები და  მომავალი წლის სტრატეგიული გეგმები. აღინიშნა, რომ მომავალ წელს  სააგენტო იმუშავებს   რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა  და სეკულარული, ანტიდისკრიმინაციული გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.

            ამასთან ერთად,  შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რელიგიის სფეროში დღეს არსებული გამოწვევები და  მოისმინეს სააგენტოს მოსაზრებები  და ინფორმაცია  აღნიშნული მიმართულებით  ჩატარებული  მუშაობის  შესახებ.

            სახალხო დამცველმა სააგენტოს წარმომადგენლებს სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა  შესთავაზა  და მიიწვია  ისინი    ტრადიციულ  საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართება და სეკულარიზმის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრაზე შემოთავაზებულ იქნა სახალხო დამცველის აპარატსა და რელიგიის სააგენტოს შორის მემორანდუმის გაფორმება.

            დასასრულ,  ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გადასცა  სააგენტოს მიერ  „რელიგია და სამართლის“  სერიით გამოცემული ორი წიგნი: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებაზე“,   „გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის დოკუმენტები რელიგიის თავისუფლების შესახებ“  და 2016 წლის ინტერრელიგიური კალენდარი.

            შეხვედრას ესწრებოდნენ: სახალხო დამცველის მოადგილეები : პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე, სააგენტოს  სამსახურის   უფროსები:  არჩილ მეტრეველი და გელა კვარაცხელია. 






View Larger Map