მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
23.02.2016
1 / 4


 წმიდა ანთიმოზ ივერიელის მოწამებრივი აღსრულების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები განიხილეს   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის  დუმიტრუ  ბადეას შეხვედრაზე,    რომელიც 23 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

            სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ანთიმოზ ივერიელის ცხოვრება, მოღვაწეობა და  კულტურული მემკვიდრეობა ქართველი და რუმინელი ხალხის სიმდიდრე, სიამაყე და სიწმიდეა. ამ თარიღის აღსანიშნავად  საქართველო საგანგებოდ ემზადება. სააგენტომ მიიღო  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინადადება  და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  მონაწილეობს    დაგეგმილ ღონისძიებებში, საიუბილეოდ გათვალისწინებულია   საქართველოში  რუმინეთის   რელიგიის ( კულტების) მინისტრის   ვიქტორ ოპასკის   მოწვევაც.   ზაზა ვაშაყმაძემ    რუმინეთის ელჩსაც შესთავაზა მხარდაჭერა და მონაწილეობა  იუბილის მომზადებასა და გამართვაში. 

            დუმიტრუ ბადეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობაში რუმინეთის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ  მისი ქვეყანა საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი, არამედ პარტნიორიცაა და ეს   ეფუძნება იმ კულტურულ ურთიერთობებს, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს.  რუმინეთის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა საიუბილეო ღონისძიებებისათვის მზადება 2014 წლიდან დაიწყო.  მიმდინარე  წლის 24  სექტემბერს კი წმიდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერში რუმინეთისა და საქართველოს წმიდა სინოდის წევრებისა და   ადგილობრივი ეკლესიების მონაწილეობით აღევლინება ერთობლივი წირვა, რუმინეთში დაგეგმილია სხვა,  სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებებიც.

          ელჩმა  საქართველოში გამართულ საიუბილეო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და  საელჩოს  მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. 

     შეხვედრას ესწრებოდნენ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე და დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.

 

 






View Larger Map