მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ("HWPL") წარმომადგენელთან
14.11.2016
1 / 1


დღეს, 14 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კეილა ჩანგს - არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის - „მსოფლიო მშვიდობისა და სინათლის აღდგენისათვის“ (“HWPL”)  - საერთაშორისო იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზაზა ვაშაყმაძემ კაია ჩანგს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ასევე ის ტრადიციული საფუძვლები, რაც უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას საქართველოში.

მხარეებმა ისაუბრეს მომავალ თანამშრომლობაზე. კეილა ჩანგმა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე მიიწვია კორეაში მომავალი წლის 14 მარტის  სამიტზე.  ეს ღონისძიება იმართება ყოველწლიურად და ეძღვნება  მშვიდობის  საერთაშორისო დეკლარაციის მიღებას.






View Larger Map