დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ბაპტისტური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებს - ჩარლზ ჰობლითზს, ნინა ჰობლითზს, გრეგ ჰოუმსს, კახა ჩხაიძესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს - ზაზა ვაშაყმაძესა და საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსს -გელა კვარაცხელიას შორის.
საერთაშორისო ბაპტისტური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებმა რელიგიის სააგენტოს გააცნეს საქართველში ყოფნის 7 წლის ისტორიის განმავლობაში თავიანთი საქმიანობა და გამოთქვეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრაზე განხილულ იქნა სააგენტოსთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმებიც.
შეხვედრამ ურთიერთკეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 