მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
17.05.2016
1 / 4


დღეს, 17 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში საფრანგეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  პასკალ მონიეს შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს  მიულოცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და  მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესების მხარდაჭერისათვის.

სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო ქვეყნის რელიგიის პოლიტიკის ძირითადი საკითხები და გამოწვევები,  გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები,  საფრანგეთში სააგენტოს ოფიციალური ვიზიტის შედეგები და  შესაბამის  სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. აღინიშნა, რომ მრავალ საკითხთა შორის სწორედ რელიგია არის ორი ქვეყნის  მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის უმთავრესი წინაპირობა

პასკალ მონიემ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს  საინტერესო ინფორმაციისათვის და შესთავაზა  რელიგიის სფეროს მიკუთვნებულ  მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე ერთობლივი პროგრამების განხორციელება.

ზაზა ვაშაყმაძე და პასკალ მონიე შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 






View Larger Map