16 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელებმა: ზაზა ვაშაყმაძემ, არჩილ მეტრეველმა, ვლადიმერ ნარსიამ და გელა კვარაცხელიამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოსა და მუსლიმთა გაერთიანების წარმომადგენლებთან: მირგუსეინ და მირთაგან ასადოვებთან, რამინ იგიდოვსა და რეზვან ისმაილოვთან გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს, მოისმინეს სტუმრების მოსაზრებები მუსლიმური თემის სხვადასხვა ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციის აუცილებლობისა და სახელმწიფოსთან მათი ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებზე. მოწვეული სტუმრები დაინტერესდნენ კონფესიების დაფინანსების მექანიზმით, იმ კრიტერიუმებით, რომლითაც განხორციელდება სახელმწიფო თანხების განაწილება. აღინიშნა ამ მიმართულებით ერთიანი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის აუცილებლობის შესახებ, რათა სწორად შეირჩეს სხვადასხვა მიმართულების (სუნიტები, შიიტები) დასაფინანსებებლი მუსლიმური ორგანიზაციები.
სტუმრებმა, თითოეულმა ცალ-ცალკე, წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისა და შეხვედრების გაგრძელების თაობაზე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 