დღეს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს მოუსმინეს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ რელიგიის სააგენტოს საქმიანობით, მისი აქტივობებით თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე.
სააგენტოს თავმჯდომარემ კანონმდებლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, სხდომამ მუშაობა დახურულ რეჟიმში გააგრძელა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
